Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 22 წყალსარგებლობის საფასური. 1. წყალსარგებლობისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება ყოველწლიურად განსაზღვრავს ფართობზე დაფუძნებული სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურის ოდენობას და მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურის ოდენობას პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის საფუძველზე. 2. წყალსარგებლობის საფასურის გადახდის პირობები განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით დადგენილი წესით ყოველწლიურად იხდის ფართობზე დაფუძნებულ სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურს, აგრეთვე წყლის მოხმარების შემთხვევაში − მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურს. 4. გაწეული მომსახურების საფასურების გადახდისას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესაბამის წევრზე გამოიწერება ქვითარი. |