Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 7 1. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებულია მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სამუშაოს მიმცემს, თუ ასეთი დავალება სასელექციო საქმიანობას ითვალისწინებს და თუ მუშაკსა და სამუშაოს მიმცემს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შედეგად გაცემული მოწმობა სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მიიღოს ახალი ჯიშის გამოყენების ფარდი გასამრჯელო. |
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 7 2. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებული არ არის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს მუშაკს. ამ შემთხვევაში სამუშაოს მიმცემს განაცხადის შეტანის დღიდან ეკუთვნის ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის მიღების ან/და ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციიდან და მოწმობის გაცემიდან გამომდინარე სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება. |