Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 20 ანაზღაურების გაცემის შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები. 1. სააგენტოს მიერ დეპოზიტორზე ანაზღაურების გაცემის შემდეგ დეპოზიტორის მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, შემცირდება გაცემული ანაზღაურების ოდენობით. 2. სააგენტოს მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, გაიზრდება ამ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის დეპოზიტორებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობითა და შესაბამისი ხარჯებით, რომლებიც სააგენტომ ანაზღაურების გაცემის პროცესში გასწია. 3. დეპოზიტორებზე ანაზღაურების გაცემისას კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ სააგენტოს მოთხოვნები დაკმაყოფილდება, შესაბამისად, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგითობით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება. |