FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  15

3. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს მიკვლევადობასთან, სერიოზულ გვერდით მოვლენებსა და სერიოზულ გვერდით რეაქციებთან, სისხლისა და მისი კომპონენტების შენახვასა და გაცემასთან, დონორის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვასთან, აგრეთვე სისხლის დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებით ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
4. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი ვალდებულია წლის დასაწყისში წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით მიაწოდოს სისხლის დაწესებულებას დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში განსახორციელებელი ტრანსფუზიებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების საჭიროების შესახებ.
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  15

სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი.
1. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის უფლებამოსილებებია:
    ა) სისხლის დაწესებულებებისგან მიიღოს და შეინახოს დამზადებული სისხლი და სისხლის კომპონენტები შემდგომ გამოსაყენებლად;
    ბ) მართოს სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგები. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით;
    გ) განახორციელოს სისხლისა და მისი კომპონენტების პრეტრანსფუზიური ტესტირება (დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის ტესტირება). სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის მიერ განსახორციელებელი ტესტირების პროცედურები და წესები განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
    დ) გასცეს სისხლი და მისი კომპონენტები ტრანსფუზიის მიზნით;
    ე) თავისი საქმიანობა განახორციელოს სისხლის დაწესებულებებთან კოორდინაციით;
    ვ) განახორციელოს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სხვა ღონისძიებები.
2. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შექმნილი უნდა ჰქონდეს ხარისხის სისტემა.