FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  9

ზოგადი სავალდებულო წესები.
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ზოგადი სავალდებულო წესები ზოგიერთი კატეგორიის დანადგარისთვის, წვის დანადგარისთვის, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მიდგომას და ცალკეული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების მეშვეობით მიღწევადის ეკვივალენტურ გარემოს დაცვის დონეს.
2. ზოგადი სავალდებულო წესები უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, კონკრეტული ტექნოლოგიის ან ტექნიკის მითითების გარეშე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებთან შესაბამისობა.
3. ზოგადი სავალდებულო წესები ექვემდებარება განახლებას საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განვითარების გათვალისწინებისა და ამ კანონის მე-19 მუხლთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.