Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 17 ობიექტების უწყებრივი რეესტრი. 1. ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. 2. იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც შეიტანება ობიექტების უწყებრივ რეესტრში, და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. ობიექტების უწყებრივ რეესტრში ინფორმაცია შეიტანება ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა, უწყებრივ რეესტრებს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები. |