FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  93

სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელება.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშგებისთვის ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარუდგინოს ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტი საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ.
2. თუ საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტი ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოქვეყნდეს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტის ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ელექტრონულ სისტემაში განთავსება სააგენტოსთვის მის წარდგენად მიიჩნევა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია სააგენტოს ყოველწლიურად მიაწოდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  93

4. სააგენტო საჯარო შესყიდვის პროცესის კანონიერებაზე ზედამხედველობის მიზნით ახორციელებს საჯარო შესყიდვის პროცედურებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო შესყიდვასთან (გარდა საიდუმლო საჯარო შესყიდვისა) დაკავშირებით განხორციელებული სხვა საქმიანობის მონიტორინგს შემდეგი პრინციპების დაცვით: ღიაობა და გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
5. სააგენტო უფლებამოსილია საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე მისი დასრულების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციას, ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია). შემსყიდველი ორგანიზაცია, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია.
6. შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.