FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  293

ზღვის დაბინძურება.
1. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებების, სხვა ნარჩენის ანდა მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. ხმელეთიდან და საჰაერო ხომალდიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  293

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვლისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ სამყაროს, თევზის მარაგს ან წყლის სხვა ცოცხალ ორგანიზმს, დასვენების ზონას ანდა კანონით დაცულ სხვა სიკეთეს, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.