Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ article 16 იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ, და იმავე ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების წევრთა (შემდგომ − დაღუპული/ გარდაცვლილი) სოციალური დაცვა. 1. ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. 2. დაღუპულთა (გარდაცვლილთა ) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს : ა ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად : ბ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად : გ ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის , საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას , გაზის , ელექტროენერგიის , ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას , აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა ) სარგებლობას , სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2 |