Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1714 თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით). 1. თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის პროგრამაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი ნორმების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით), „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. |