FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  262

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სხვა მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის 2-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 1-​​-1. ამ კოდექსის 45-ე, 45-​-1, 166-ე, 173-ე და 173-16 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  262

2. ამ კოდექსის 171-ე და 175-2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 142-ე და 154-ე მუხლებით, 174-1 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 174-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50-1, 51-1, 51-3, 53-3, 55-ე, 55-2, 55-3, 55-5, 55-6, 58-2, 59-2, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91-2, 92-1, 94-ე, 95-ე, 96-1, 96-2, 96-4, 99-ე, 100-1, 100-2, 103-ე, 103-2 და 103-3 მუხლებით, 103-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 104-ე, 105-1, 107-1, 141-ე, 143-ე−144-1, 144-3−144-5, 144-10, 145-ე, 146-1, 148-ე−150-1, 151-1, 152-ე, 152-2−152-9, 153-ე, 154-1, 154-2, 156-ე−158-1, 159-ე, 159-5−159-9, 163-ე, 164-ე, 166-1, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177-1 მუხლით, 177-13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4-1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 179-1, 180-ე−183-1, 185-ე−185-2, 187-ე, 187-1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196-3, 196-6 და 197-1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.