Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 21 დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება. 1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში. 2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად მიაწოდონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ. 3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად, ელექტრონულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. 4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს არა აქვთ უფლება, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია. |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 21 5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს, მიკრობანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. |