Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 21 მცველის უფლება-მოვალეობანი. 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს: ა) აწარმოოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის ვიდეო- და ფოტოგადაღება, გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები, თუ აღნიშნული ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (თუკი არსებობს დამკვეთისა და დაცვითი ორგანიზაციის წინასწარი წერილობითი თანხმობა); ბ) ობიექტზე უნებართვოდ მყოფ პირს მოსთხოვოს მისი დატოვება; გ) მოსთხოვოს პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და დაცვის ობიექტზე დადგენილი წესრიგის/რეჟიმის დაცვა, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული ობიექტიდან მისი გაძევება; დ) შეიპყროს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; ე) არ შეასრულოს დამკვეთის ან/და დაცვითი ორგანიზაციის ისეთი დავალება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში და მე-12 მუხლში მითითებულ მოთხოვნებს; ვ) გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი, სპეციალური საშუალებები და ფიზიკური იძულება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია დაცვის ობიექტის უსაფრთხოებისათვის. |
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 21 ზ) უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის მოსვლამდე დაიცვას დანაშაულის ადგილი და ქონება, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას; თ) სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის ჩამდენი პირის შეპყრობაში და მართლწესრიგის დაცვის სხვა ღონისძიებების განხორციელებაში, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას; ი) შეინახოს დაცვის ობიექტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის, დაცვითი მომსახურების გეგმა), არ გაახმაუროს აღნიშნული ინფორმაცია, თუ ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს; კ) დაცვითი საქმიანობა განახორციელოს დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, მცველს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც, რომლებიც არ უნდა გასცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. |
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 21 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მცველის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას ან/და დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით. აღნიშნული ხელშეკრულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. 3. მცველი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, კეთილსინდისიერად შეასრულოს დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობები; ბ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მცველის მოწმობა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი – იარაღის შენახვის/ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა); დ) დაიცვას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი; ე) დაცვის ობიექტიდან გააძევოს პირი, რომელიც: ე.ა) უნებართვოდ იმყოფება დაცვის ობიექტზე; ე.ბ) არღვევს დაცვის ობიექტზე დადგენილ წესრიგს/რეჟიმს; ვ) დააკავოს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; |