Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 25 ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა. 1. პროკურორი ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას, რომლებიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში ექცევა. 2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც არ საჭიროებს პროკურორის თანხმობას, არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი. 3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების, გაგრძელების და შეწყვეტის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი. 4. მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზება, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი. |
პროკურატურის შესახებ article 25 5. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ: გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს და მათ მოადგილეებს, საოლქო პროკურორებს და მათ მოადგილეებს, თბილისის პროკურორს და მის მოადგილეებს და რაიონულ პროკურორებს საკუთარი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, საოლქო პროკურორების, თბილისის პროკურორისა და რაიონული პროკურორების მიერ განსაზღვრულ სხვა პროკურორებს. |