Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამრეწველო ემისიების შესახებ article 10 ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება. 1. საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი ინციდენტის/ავარიის შემთხვევაში, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ვალდებულია: ა) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია; ბ) დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები ინციდენტის/ავარიის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტის/ავარიის პრევენციისთვის. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლისაგან მოითხოვოს სათანადო დამატებითი ზომების მიღება, რომლებიც აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად და შესაძლო ინციდენტის/ავარიის პრევენციისთვის. 3. გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებასთან და შესაბამის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |