Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 8 დამსაქმებლის საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემაში. 1. დამსაქმებელს შეუძლია განახორციელოს საკუთარი დასაქმებულებისთვის საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემაში. ამ საპენსიო შენატანების ოდენობა და განხორციელების წესი უნდა განისაზღვროს დამსაქმებელსა და საპენსიო კომპანიას, მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიას, დასაქმებულთა გაერთიანებას, პროფესიულ ორგანიზაციას ან დამსაქმებელთა გაერთიანებას შორის დადებული ხელშეკრულებით (ხელშეკრულებებით). 2. დამსაქმებელი ვალდებულია საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემებში, გარდა დასაქმებულთა გაერთიანების ან პროფესიული ორგანიზაციის საპენსიო სქემებისა, განახორციელოს დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ. საპენსიო სქემა შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ დასაქმებული არ განახორციელებს საპენსიო შენატანებს. 3. დამსაქმებელი, რომელიც საპენსიო შენატანებს ახორციელებს, ვალდებულია ეს საპენსიო შენატანები განახორციელოს ინდივიდუალურად თითოეული მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე. 4. დამსაქმებლისა და დასაქმებულის საპენსიო შენატანების ოდენობა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ხელფასის პროცენტული მაჩვენებელი, ან თანხის ნომინალური მოცულობის სახით, აგრეთვე საპენსიო შენატანების გადახდის პერიოდულობა უნდა განისაზღვროს ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული კერძო პენსიის ხელშეკრულებით. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 8 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები აგრეთვე შეიძლება აისახოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში. 6. დამსაქმებელი, რომელიც საკუთარ დასაქმებულებს ჯგუფური საპენსიო სქემით უზრუნველყოფს, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) შესთავაზოს და თანაბრად უზრუნველყოს ყველა არსებული დასაქმებულის მონაწილეობა საპენსიო სქემაში გამჭვირვალედ და დისკრიმინაციის გარეშე; ბ) ყველა ახალ დასაქმებულს შესთავაზოს საპენსიო სქემაში გაწევრება და უზრუნველყოს მათი უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ; გ) შრომითი ხელშეკრულების დადებისას დასაქმებულს შესთავაზოს შესაბამისი საპენსიო სქემის ხელშეკრულების გაფორმება; დ) ყველა დასაქმებულს აცნობოს საპენსიო სქემის ყველა პირობა, უზრუნველყოს მათი უფლება, უარი თქვან საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ხოლო საპენსიო სქემაში მათი მონაწილეობის შემთხვევაში − განუსაზღვროს გონივრული ვადა საპენსიო სქემაში გაწევრებისთვის; ე) რეგულარულად, მაგრამ კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ, ხოლო საპენსიო სქემის პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში − ნებისმიერ ასეთ დროს, უზრუნველყოს დასაქმებულის უფლება, გაწევრდეს საპენსიო სქემაში, რომელშიც მონაწილეობაზე მანამდე მან უარი განაცხადა. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 8 7. თუ საპენსიო შენატანების გადახდას, როგორც შრომის ანაზღაურების ნაწილს, მხოლოდ დამსაქმებელი ახორციელებს, დამსაქმებელი ვალდებულია ასეთ საპენსიო სქემაში გააწევროს მისი ყველა დასაქმებული. თუ დამსაქმებელი ასეთი საპენსიო სქემის პირობებში საპენსიო აქტივების საკუთრებაზე გაავრცელებს უპირობო უფლებების წარმოშობის გრაფიკს, ეს გრაფიკი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს და იგი უნდა აისახოს შესაბამის კერძო პენსიის ხელშეკრულებაში. 8. დასაქმებული, რომელსაც დამსაქმებელთან დადებული აქვს კერძო პენსიის ხელშეკრულება ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში, ჯგუფურ საპენსიო სქემაში მონაწილეობს შესაბამის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის ვადის განმავლობაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლამდე, შეზღუდული შესაძლებლობის ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე ან გარდაცვალებამდე. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 8 9. შესაბამის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებულს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში ან დატოვოს დამსაქმებლის მიმდინარე ჯგუფურ საპენსიო სქემაში. ამ შემთხვევაში საპენსიო შენატანების შემდგომი გადახდის, საპენსიო დანაგროვის შემდგომი ფორმირების და პენსიის გადახდის პირობები ასახული უნდა იყოს შესაბამის კერძო პენსიის ხელშეკრულებაში. 10. საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის მიერ კერძო პენსიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ძალაში რჩება მონაწილისთვის ამ ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, ხოლო მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში − მისი მემკვიდრისთვის/ბენეფიციარისთვის პენსიის სრულად გადახდამდე. |