Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 126 სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი. 1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი შეიძლება იყოს სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი. 2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისგან. 3. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურემ ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ. 4. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე: ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს; ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს. 5. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით. ეს საკითხი წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. |