FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  18

ობიექტები და მათი ზედამხედველობა.
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს.
2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას.
3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით:
    ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;
    ბ) პერიოდული ინსპექტირებით.
4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:
    ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;
    ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობა.
5. ობიექტებია:
    ა) კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
    ბ) მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. მაღარო არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მოიპოვება მადანი, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალა;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  18

გ) შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი სასარგებლო წიაღისეული;
    დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება;
    ე) (ამოღებულია - 26.12.2014, №3004); ვ)  (ამოღებულია - 26.12.2014, №3004);
    ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი;
    თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება;
    ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;
    კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი;
    ლ) ნავთობბაზა;
    მ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
    ნ) მაგისტრალური გაზსადენი;
    ო) ამწე მოწყობილობა;
    პ) ლიფტი;
    ჟ) ესკალატორი;
    რ) ფუნიკულიორი;
    ს) საბაგირო გზა;
    ტ) ატრაქციონი;
    უ) საქვაბე დანადგარი;
    ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
    ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა;
    ღ) (ამოღებულია   - 29.06.2018, №2757);
    ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  18

6. ამ თავის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ობიექტები არის რეგულირებული სფერო და მათ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური რეგლამენტი ზედამხედველად სხვა ორგანოს ან/და პირს განსაზღვრავს.
7. ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ობიექტები ჩაითვლები ან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად, დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.
8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. სამშენებლო საქმიანობის ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.