FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  14

სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედებითი შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, ელექტროშოკური მოწყობილობა, სასამსახურო ძაღლი, ინდივიდუალური კონტროლის ტექნიკური საშუალებები:
    ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;
    ბ) რეზინის ხელკეტი პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  14

გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, რომელსაც თავს აფარებს;
    დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად ან შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან დამნაშავის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;
    ე) ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო;
    ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  14

ზ) წყალსატყორცნი ან ჯავშანმანქანა – სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;
    თ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად;
    ი) სასამსახურო ძაღლი – დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს, თუ ფიზიკური ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  14

3. დაუშვებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების ან/და სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ეს კანონი, საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  14

6. ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქმნის და იყენებს ოპერატიულ- ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.
7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და გამოყენების მეთოდებმა საფრთხეში არ უნდა ჩააგდონ ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ზარალი არ უნდა მიაყენონ გარემოს.
8. ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №849 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.