Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საზღვაო კოდექსი article 87 1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და მის აკვატორიაში ახორციელებს მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საზღვაო ლოცმანი (შემდგომ – ლოცმანი). 2. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სალოცმანო სამსახურის ფუნქციონირება. 3. საზღვაო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, სალოცმანო სამსახური შეიქმნას სანავსადგურე ერთეულის/სანავსადგურე ერთეულის თანამშრომლის მიერ ან იყოს მასთან დაკავშირებული იურიდიული პირი. 4. სალოცმანო სამსახური შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით. საქართველოს სანავსადგურე ერთეული ვალდებულია შესაბამის სალოცმანო სამსახურთან დადოს სათანადო ხელშეკრულება სალოცმანო მომსახურების შესახებ. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დებულებებს სალოცმანო მომსახურების ნავსადგურში და ნავსადგურთან მისასვლელ გზებზე განხორციელების თაობაზე, აგრეთვე სალოცმანო კატარღების ნავმისადგომზე დგომის შესახებ. |
საზღვაო კოდექსი article 87 5. სალოცმანო სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი), რომლის მიზანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან და მათ აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სალოცმანო სამსახურების მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. ტექნიკური რეგლამენტი ეფუძნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს – 2003 წლის 5 დეკემბრის A.960 (23) რეზოლუციას „საზღვაო ლოცმანების, გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა, მომზადების, სერტიფიცირებისა და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ რეკომენდაციები“ (შემდგომ – რეზოლუცია), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციას (შემდგომ – კონვენცია), ამ კოდექსსა და სხვა სამართლებრივ აქტებს. |
საზღვაო კოდექსი article 87 6. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ან ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობას მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს სააგენტო. ამ ზედამხედველობისა და კონტროლის მიზანია სალოცმანო მომსახურების საქართველოს კანონმდებლობით, რეზოლუციითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებთან, აგრეთვე საუკეთესო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში სერტიფიცირებული სალოცმანო სამსახური და სერტიფიცირებული ლოცმანი ექვემდებარებიან ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს – ნავსადგურის კაპიტანს. 7. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება ხორციელდება 5 წლის ვადით. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით. |
საზღვაო კოდექსი article 87 8. თუ სალოცმანო სამსახურის ან/და სანავსადგურე ერთეულის ბრალით, მათ შორის ხელშეკრულების არარსებობის გამო ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, სააგენტოს უფლება აქვს, სავალდებულო სალოცმანო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად დანიშნოს შესაბამისი კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი. აღნიშნული ლოცმანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტო. 9. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი სახელმწიფო ინტერესების დაცვის და საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვალდებულია შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე შეასრულოს სააგენტოს მითითება სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო გაცილების უზრუნველსაყოფად. სააგენტოს სავალდებულო მითითების შესრულებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმა ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის საფუძველია. ლოცმანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი. |
საზღვაო კოდექსი article 87 10. სალოცმანო სამსახურს საკუთრებაში/მფლობელობაში უნდა ჰქონდეს მცურავი საშუალება, რომელიც აყვანილია სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სალოცმანო კატარღის სტატუსი. სალოცმანო კატარღა უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტო მცურავ საშუალებას სალოცმანო კატარღის სტატუსს ანიჭებს გემის რეგისტრაციის მოწმობაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებით. გემის რეგისტრაციის მოწმობაში ასევე მიეთითება იმ ნავსადგურის დასახელება, რომელში სანაოსნოდაც აღნიშნული კატარღაა სერტიფიცირებული. სააგენტო არ ახდენს სალოცმანო კატარღების ცალკე სერტიფიცირებას. თუ მცურავი საშუალება არ არის აშენებული, როგორც სალოცმანო კატარღა, საკლასიფიკაციო საზოგადოება დამატებით ამოწმებს მის ამ ტიპის მცურავი საშუალებისთვის აუცილებელ ტექნიკურ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. საკლასიფიკაციო საზოგადოებას ამ ქმედების განსახორციელებლად უნდა ჰქონდეს სალოცმანო კატარღის ტექნიკური შემოწმების სტანდარტი. ამ სტანდარტს ამტკიცებს სააგენტო. |