FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  152

მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია.
1. „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომ − სამთავრობო კომისია):
    ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შეიმუშავებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმებს;
    ბ) ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმების საფუძველზე, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ;
    გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამზადებს წინადადებებს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ამ მუნიციპალიტეტების გაყოფის შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  152

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინადადებების შემუშავებისას სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული კრიტერიუმებით და ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებით.
3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების შექმნისა და გაუქმების შესახებ წარდგინებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოყოფის საკითხი საქართველოს პარლამენტში ინიციირებული უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიმართვიდან 15 დღის ვადაში.