Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 39 სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. 1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ; ა -1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 50 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა -2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 150 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა-3 მუხლიდან გამომდინარე სარჩელებზე − დავის საგნის ღირებულების 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. თუ სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, საქმის წარმოების განახლებისას მოსარჩელე ვალდებულია დამატებით წარადგინოს დავის საგნის ღირებულების 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ა-4) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096); |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 39 ა -5) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096); ა -6) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარს; ა-7) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 150 ლარს; ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; დ) კერძო საჩივარზე – 50 ლარს; ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს; ე-1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – 100 ლარს; ზ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს; |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 39 თ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს; ი) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როცა საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარს; ი-1) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096); კ) თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს; ლ) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 და 300 ლარს; მ) განცხადებაზე, რომელიც შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნას, − 300 ლარს, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე განცხადებაზე − 500 ლარს. 2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. 3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს; ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს; ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს; ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს; |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 39 გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს; გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/623 - ვებგვერდი, 12.01.2017წ. |