Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ამნისტიის შესახებ article 4 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსასრულებლად გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსასრულებლად გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსასრულებლად გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/პრობაციის ბიურო. 4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. |