Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სოციალური მუშაობის შესახებ article 2 კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს ამ კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას; ბ) ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი – ბენეფიციარის სოციალური უსაფრთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების ან ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს; გ) გადაუდებელი შემთხვევა – მდგომარეობა, რომელიც მეყსეულ საფრთხეს უქმნის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; დ) ვარაუდის საფუძველი – ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად; |
სოციალური მუშაობის შესახებ article 2 ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი – პირი, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; პირი, რომლის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი; პირი, რომელიც იმყოფება ისეთ გარემოში ან ავლენს ისეთ ასოციალურ ქცევას, რომელიც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ჩაიდენს დანაშაულს (დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი პირი); ვ) სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილი დაწესებულების მიერ ამ კანონის მიზნებისთვის გამოცემული, შესასრულებლად სავალდებულო აქტი; ზ) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; თ) სოციალური მუშაკი – პირი, რომელიც ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სოციალურ მუშაობას ატარებს ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფთან და რომელსაც მიღებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან სხვა განათლება; |
სოციალური მუშაობის შესახებ article 2 ი) სოციალური მუშაობა – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას; კ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფი – ჯგუფი, რომელშიც შედის ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებული პირი, სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, არასრულწლოვანი, მრავალშვილიანი ოჯახი, მარტოხელა მშობელი, იძულებით გადაადგილებული პირი, უსახლკარო პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი, მხარდაჭერის მიმღები, ძალადობის მსხვერპლი, სხვა პირი, რომელიც გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მსგავს საფრთხეში; ლ) ხანდაზმული – ფიზიკური პირი 65 წლის ასაკიდან. |