Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 18 1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით. 2. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. 3. საკითხზე, რომელიც კანონის შესაბამისად შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, მაგრამ არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს. 4. თუ საკითხი ერთდროულად შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროში, მათი შეთანხმებით შესაძლებელია ერთობლივი ბრძანების გამოცემა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. |