Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 17 მიკვლევადობა. 1. მიკვლევადობა ხორციელდება დონორის, რეციპიენტისა და ლაბორატორიული პროცედურების ზუსტი იდენტიფიცირების, ჩანაწერების წარმოებისა და სათანადო საიდენტიფიკაციო სისტემისა და ეტიკეტირების სისტემის მეშვეობით. 2. მიკვლევადობის პროცედურები მოიცავს თითოეული დონორის, სისხლის დონაციის, ტესტირებული, დამუშავებული, შენახული, გაცემული ან/და განაწილებული სისხლის ერთეულის ან დამზადებული სისხლის კომპონენტის, რეციპიენტის, ტრანსფუზიისა და აღნიშნულ პროცესში ჩართული ყველა დაწესებულების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებულ ქმედებებს. მიკვლევადობამ უნდა უზრუნველყოს სისხლის კომპონენტების მოძიება მათი მდებარეობის ადგილებსა და დამუშავების ეტაპებზე. 3. მიკვლევადობის პროცედურების უმცირეს დროში განსახორციელებლად აუცილებელია ელექტრონული სისტემური უზრუნველყოფის არსებობა. 4. სისხლის დაწესებულება ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მიკვლევადობის სისტემის გამართული ფუნქციონირება ამ მუხლითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად; ბ) ჰქონდეს უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც იძლევა ამ დაწესებულების თითოეულ შეგროვებულ სისხლის ერთეულსა და დამზადებულ სისხლის კომპონენტთან დაკავშირების საშუალებას; |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 17 გ) ჰქონდეს საიდენტიფიკაციო სისტემა, რომელიც იძლევა თითოეული სისხლის დონაციის, შეგროვებული სისხლის ერთეულისა და დამზადებული სისხლის კომპონენტის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას და, შესაბამისად, დონორის, ტრანსფუზიისა და რეციპიენტის სრული მიკვლევადობის შესაძლებლობას; დ) მიკვლევადობის შესახებ მონაცემები შეინახოს არანაკლებ 30 წლის განმავლობაში, მონაცემთა შესაბამის, წაკითხვად მატარებელზე. 5. ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც შეიძლება მიეწოდოს სისხლი ან სისხლის კომპონენტები, ვალდებულია უზრუნველყოს მიკვლევადობის ისეთი სისტემის ფუნქციონირება, რომლითაც აღირიცხება მისთვის მიწოდებული თითოეული სისხლის ერთეული ან სისხლის კომპონენტი, მიუხედავად იმისა, განხორციელდა მისი ტრანსფუზია, ის წუნდებულ იქნა თუ სისხლის დაწესებულებას დაუბრუნდა. 6. სისხლის ან მისი კომპონენტის იმპორტის შემთხვევაში დონორის საიდენტიფიკაციო სისტემას უნდა ჰქონდეს მიკვლევადობის ეკვივალენტური დონე. 7. მიკვლევადობის სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. |