Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 22 დროებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები და წესი. 1. დროებითი დაცვა ენიჭებათ მასობრივად შემოსულ უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს). 2. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი დაცვის მინიჭების მიზნით საქართველოს მთავრობა იღებს სამართლებრივ აქტს. 3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დროებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. 4. მასობრივად შემოსულ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი მათ გადასცემს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მათთვის დროებითი დაცვის მინიჭებას და საქართველოს ტერიტორიაზე მათ კანონიერ ყოფნას. 5. ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 15 დღის ვადაში წარადგინოს ინდივიდუალური საერთაშორისო დაცვაზე განცხადება. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 22 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 7. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მათ შორის, სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 8. დროებითი დაცვის მინიჭების პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით. |