Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 83 ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი. 1. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციას ახორციელებს საზედამხედველო ორგანო. 2. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი შეადგენს 5 000 (ხუთი ათას) ლარს. 3. ავტორიზაციის მოსაკრებელი გადაიხდევინება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. 4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით. 5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. 6. ავტორიზაციის მოსაკრებელი სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდევინებული ავტორიზაციის მოსაკრებელი დაბრუნებას არ ექვემდებარება. |