Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 23 მეურვის, გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი. 1. მეურვეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად: ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი; ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის; დ) ფლობს აქციებს ან წილს სხვა მაუწყებელში ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას; ე) არის სხვა მაუწყებლის ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი; ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას. 2. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. 3. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“– „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. 4. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. 5. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. |
მაუწყებლობის შესახებ article 23 6. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არ აქვს უფლება, ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი. 7. მეურვე, გენერალური დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. |