Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 13
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 შეღავათები სახელმწიფო ბაჟში. 1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან; ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან; გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ; დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან; ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით; ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის შესახებ; |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ; თ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე ; თ-1) მოსარჩელე − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელზე; ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ; კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას; |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 ლ) საგადასახადო ორგანო/საბაჟო ორგანო – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ სარჩელებზე, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე; მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე; |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 მ -1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე; მ-2) მოსარჩელენი − „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლნი იმავე კანონით გათვალისწინებულ მოძალადეთა წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე; ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ; ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად; პ) იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები − შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე; |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე და გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, აგრეთვე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო − გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე; რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს; ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე; |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 ს -1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე; ს-2) (ამოღებულია - 13.05.2025, №563); ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ; უ-1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე; ფ) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე . |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 ქ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე – სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე . ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი − ყველა სარჩელზე; ღ -1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო – ყველა სარჩელზე; ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მიკრობანკები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, მზღვეველები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის, მზღვეველებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისთვის – საკრედიტო კავშირებისთვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნების თაობაზე აღძრულ ყველა სარჩელზე; შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ; ჩ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელებზე . |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე. ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე; |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 ძ-1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელებზე „კონკურენციის შესახებ“, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების დარღვევის თაობაზე; წ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე; ჭ) საქართველოს კულტურის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობისას; ჯ) გაერთიანე ბული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; |
სახელმწიფო ბაჟის შესახებ article 5 ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით; ჰ1) განმცხადებელი, რომელიც ითხოვს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებას. ჰ-22 თავით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადებასა და საჩივარზე; |