Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ტურიზმის შესახებ article 30 ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლა. 1. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლის წესი და პროცედურა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად წარმოდგენილი უზრუნველყოფის თანხა უნდა იყოს ეფექტიანი და უნდა მოიცავდეს გონივრულად მოსალოდნელ ხარჯებს. ის უნდა ფარავდეს ტურისტების მიერ ან მათი სახელით პაკეტებისთვის გადახდილ თანხებს − პირველ შენატანებსა და საბოლოო გადახდებს პაკეტების დასრულებას შორის პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აგრეთვე რეპატრიაციის სავარაუდო ხარჯებს ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შემთხვევაში. აღნიშნული უზრუნველყოფის თანხის შესაბამისობის (საკმარისი ოდენობის) მტკიცების ტვირთი ეკისრება ტუროპერატორს. |
ტურიზმის შესახებ article 30 3. მოვაჭრე ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგინოს პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიში. მოვაჭრემ უნდა წარადგინოს მომდევნო კვარტალისთვის განახლებული პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების დაგეგმილი გაყიდვების შესახებ მონაცემები, აგრეთვე მე-4 კვარტალის ანგარიშთან ერთად უნდა წარადგინოს მომავალი წლის გეგმა (კვარტალების მიხედვით ჩაშლილი), რომელიც გამოყენებული იქნება უზრუნველყოფის ოდენობის გამოსათვლელად. 4. უზრუნველყოფის მოქმედების ვადა 6 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. 5. ახალი უზრუნველყოფა წარმოდგენილი უნდა იყოს წინა უზრუნველყოფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. ახალი უზრუნველყოფის მოქმედება უნდა იწყებოდეს არაუგვიანეს წინა უზრუნველყოფის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგი დღისა. 6. თუ მოვაჭრე რამდენიმე მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს, იგი ვალდებულია წარადგინოს უმაღლესი ოდენობის შესაბამისი უზრუნველყოფა. 7. მოვაჭრე ვალდებულია შეაფასოს თავისი უზრუნველყოფის შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს მისი ოდენობა. |
ტურიზმის შესახებ article 30 8. ტუროპერატორს შეუძლია დააზღვიოს თითოეული პაკეტი. ეს დაზღვევა დაფარავს თითოეულ პაკეტს ინდივიდუალურად, შესაბამისი რისკების ოდენობით. თითოეული პაკეტის დაზღვევის შემთხვევაში ვალდებულების უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. |