Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 127 სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის წარგზავნა და მისი სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევა. 1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის პროექტის ინიციატორია სამინისტრო, საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღინიშნება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის ადგილი (ქვეყანა) და მის შემადგენლობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ზღვრული რაოდენობა. ამ დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე აღნიშნული სამხედრო კონტინგენტის დაქვემდებარების საკითხები. 3. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე არასამხედრო კონტინგენტის წარგზავნას ახორციელებს მინისტრი. 4. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 5. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. სამშვიდობო ოპერაციიდან: |
თავდაცვის კოდექსი article 127 ა) სამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო კონტინგენტის სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს; ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. |