FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (შემდგომში – პალატა) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც ფუძნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. პალატა აერთიანებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ მეწარმეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით შექმნილ საწარმოებსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს (შემდგომში – მეწარმე სუბიექტი) და მათ გაერთიანებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ. პალატას საწევრო შენატანის დაწესება შეუძლია მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  1

3. პალატა ვალდებულია, წელიწადში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას თავისი წევრი მეწარმე სუბიექტების და მათი გაერთიანებების დაზუსტებული სია დასამტკიცებლად.
4. პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების, ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე.
5. პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.