Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 276 1. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მომხსენებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოხსენებით. საქმის მომხსენებელი ვალდებულია: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მოახსენოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისა და საქმის არსებითად განხილვის საფუძველი, აგრეთვე საქმეში არსებული მასალების შინაარსი; ბ) უპასუხოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეკითხვებს. 2. საქმის მოხსენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს ჯერ მოსარჩელის, ხოლო შემდეგ − მოპასუხის განმარტებებს. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვები დაუსვას მხარეებს და მათ წარმომადგენლებს. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 276 3. მხარეთა მოსმენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებებს, აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვამდე სხდომის თავმჯდომარე ადგენს მათ ვინაობას და წერილობით აფრთხილებს მათ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ყალბი დასკვნისათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. თავმჯდომარე აფრთხილებს აგრეთვე თარჯიმანს შეგნებულად არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. 4. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვები დაუსვას მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 276 5. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე საკუთარი ან საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ინიციატივით და საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით მოხსნას მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და სასამართლოს მეგობრისათვის დასმული შეკითხვა. 6. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნით სიტყვებს. ჯერ გამოდიან მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი და ადვოკატი. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებს. |