Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 294 ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ეს ევალება. გემის, სხვა მცურავი საშუალების, საჰაერო ხომალდის, პლატფორმის ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციის სათანადო პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ უახლოესი პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის შეუტყობინებლობა იმისა, რომ საქართველოს შიდა ზღვის ან ტერიტორიული წყლების ფარგლებში ანდა ღია ზღვაში მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის გამო მოხდა ჩაყრა ან აუცდენელი დაკარგვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებისა ან ისეთი შენარევისა, რომელიც ასეთ ნივთიერებას დადგენილი ნორმის გადამეტებით შეიცავს, ანდა სხვა ნარჩენისა ან მასალისა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს დასვენების ზონა ან ხელი შეუშალოს ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. |