Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 1417 საზღაური. 1. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით. 2. კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით. 3. სააღსრულებო ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შედეგად ამოღებული თანხებიდან: ა) კრედიტორის მიერ გადახდილი საზღაური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კრედიტორს. კრედიტორს ასევე გადაერიცხება ამოღებული მოთხოვნა; ბ) კრედიტორის მიერ გადასახდელი საზღაური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კერძო აღმასრულებელს. |