FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საზღვაო კოდექსი

article  337

1. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათი სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, განისაზღვრება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. ესენია:
    ა) მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან (ნავსადგურის ნაგებობების, წყლის აუზების, სანაოსნო გზების, სანავიგაციო საშუალებების დაზიანების ჩათვლით), რომელიც მოხდა გემზე ან რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს მის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციასთან;
    ბ) გემზე არსებული ტვირთის მოშორებასთან, განადგურებასთან ან უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
    გ) ზღვით ტვირთის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანისა და მათი ბარგის შეფერხებით გამოწვეული ზიანი;
    დ) ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი უფლებების ნებისმიერი დარღვევით გამოწვეული ზიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გემის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციებთან;
    ე) ჩაძირული, ნამსხვრევებად ქცეული, მეჩეჩზე დამჯდარი ან მიტოვებული გემის ამოღებასთან, მოშორებასთან, განადგურებასა და უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
    ვ) გემზე არმყოფი ადამიანების ან ქონებისათვის გემის ნაოსნობის ან ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანი.
საზღვაო კოდექსი

article  337

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზიანი გამოიწვია პირმა, რომელიც არ იმყოფება გემზე, მაშინ ამ პირის ქმედებისა და დაუდევრობისათვის პასუხისმგებელ გემთმფლობელს შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ქმე დება ან პასუხისმგებლობა გემის ტარებასთან ან მართვასთან ან ტვირთის, ბარგის ან ხელბარგის დატვირთვასთან, გადაზიდვასთან ან გადმოტვირთვასთან, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომასთან იყო დაკავშირებული.