Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 11415 სანავსადგურე ერთეულისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა. 1. სანავსადგურე ერთეულის მიერ გემის ნავსადგურში შეყვანისა და ნავმისადგომზე დაყენების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ნავმისადგომი გემის მისაღებად მზად არ არის, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად წყლის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 5. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ნავსადგურში შესასვლელი არხის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 7. ნავსადგურის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა − |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 11415 გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 9. ნავსადგურის ტერიტორიაზე (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აიროვანი ჭრა ან/და შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აიროვანი ჭრის იმ პირის მიერ განხორციელება, რომლის კვალიფიკაცია არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 11. შემთხვევა, როდესაც გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას სანავსადგურო ამწის ისრები სცილდება ნავმისადგომის ფარგლებს ზღვის მხარეს ან/და სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სანაპირო ამწის ისრები ნაპირის მხარეს ისეთი ფორმით არ იქნება მობრუნებული, რომ ისინი ნავმისადგომის კიდეს არ სცილდებოდნენ, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 12. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 11415 13. გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას ნავმისადგომზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობის გემის მიმბმელის არარსებობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 14. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 15. გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას მისი დაყენების ადგილის სათანადოდ გაუნათებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 16. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 17. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ ელევატორის მილების ისე განლაგება, რომ ამით ხელი შეეშალოს გემის დაყენებას (მიბმას) ან გადაყვანას, ან/და ტაკელაჟისა და სატვირთო საშუალებისგან ადგილის გათავისუფლების სათანადო წესის დაცვით განუხორციელებლობა ან მათი სათანადო წესის დარღვევით განთავსება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 18. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 19. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სატვირთო ოპერაციის ადგილის ნარჩენებისგან გაწმენდის განუხორციელებლობა − |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 11415 გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 20. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 21. სატვირთო ოპერაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ ნავმისადგომიდან ნარჩენების ზღვაში ან ნავმისადგომის სადრენაჟო სისტემაში ჩაყრა/ჩარეცხვა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 22. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 23. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალზე სტაციონარული, საჰაერო, მექანიკური ქაფსაქრობი სისტემის გაუმართაობა ან არარსებობა, სახანძრო საგუშაგოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ან პირველადი ხანძარსაქრობი საშუალებების არარსებობა, წყლის ცენტრალური გათბობის სისტემის გაუმართაობა ან მისი არასათანადო გათბობის სისტემით ჩანაცვლება ანდა სატელეფონო კავშირის ან სახანძრო სიგნალიზაციის გაუმართაობა − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 24. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 11415 25. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალზე ელექტროგანათების წესის დარღვევა, ლითონით შემოუჭედავი ხის ან რეზინის ამრიდი მოწყობილობების არარსებობა (ნავმისადგომის აღნიშნული მოწყობილობებით აღჭურვის მოთხოვნის დარღვევა), ტარის ან არასათანადო აღჭურვილობის დაწყობა, თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა ან ნავთობის/გაზის ტერმინალის ტერიტორიაზე ან ნავმისადგომთან მდგომ გემზე ღია ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოს წარმოება − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 26. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 27. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ტერიტორიაზე ისეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო თბომავლის ექსპლუატაცია, რომელსაც სათანადო კონსტრუქციის ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობა არ აქვს, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 28. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 11415 29. სანავსადგურო წყლებში საყვინთი სამუშაოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის შეტყობინების გარეშე ჩატარება ან ამ სამუშაოს მიმდინარეობისას სათანადო სიგნალების მიცემის წესების დარღვევა – გამოიწვევს საყვინთი სამუშაოს ჩატარებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. |