Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 266 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება. 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე. 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. 2. დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. 21. დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 266 3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ამ კოდექსის მე-200 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ჩამოთვლილი ორგანოები (თანამდებობის პირები) ერთდროულად წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების წესი და ვადა. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებით უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი, აგრეთვე სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისა (ექსპერტისა) და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებული მომსახურების ხარჯების კომპენსაციის საკითხი. 5. კოლეგიური ორგანო დადგენილებას მიიღებს სხდომის მონაწილე კოლეგიური ორგანოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო კოლეგიური ორგანოს დადგენილებას – კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე და მდივანი. 7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახდელის ზომის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ან დადგენილება ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 266 8. ამ კოდექსის 177-16 ან 177-17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიღებული დადგენილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მოთხოვნებს, მათი შინაარსის გათვალისწინებით. 9. ამ კოდექსის 177-16 და 177-17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დადგენილებების მიღების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. |