FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

article  4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3, რომელსაც გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი: 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდისფერი, ხოლო 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება ერთვის ამ კონსტიტუციას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი არის ტალღისებურად გადაკვეთილი ჰერალდიკური ფარი, ცენტრში მცირე  ჰერალდიკური ფარით.  მცირე ჰერალდიკურ ფარზე მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი, ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარის პირველ ნაწილში მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს ციხე. ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდ ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა ორი ერთზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულება ერთვის ამ კონსტიტუციას.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშისა და გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონმდებლობით.