Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 10 მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში. 1. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე მოიცავს: ა) სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას; ბ) თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების უზრუნველყოფას; გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უზრუნველყოფას; დ) დაწესებულების პროგრამაში ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის უზრუნველყოფას; ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას; ვ) საჯარო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით წლიური მუნიციპალური პროგრამისა და ფინანსური გეგმის მომზადებას; ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას და სხვა ვალდებულებების შესრულებას. |
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 10 2. მუნიციპალიტეტები ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის და სკოლისათვის მოსამზადებლად უზრუნველყოფენ ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ბავშვის ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად; ბ) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების დასანერგავად სათანადო პირობების უზრუნველყოფა; დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ე) ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და საზოგადოებასთან ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა. 3. სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების დასანერგავად მუნიციპალიტეტები: ა) შეისწავლიან მუნიციპალურ საჭიროებებს, გეგმავენ ადგილობრივ რესურსებს და განსაზღვრავენ საბიუჯეტო სახსრებს; |
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 10 ბ) უზრუნველყოფენ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად; გ) უზრუნველყოფენ დაწესებულებებისა და მათი მომსახურებებისთვის დადგენილი სტანდარტების შესრულების კონტროლს; დ) დაწესებულებების პერსონალისთვის ადგენენ სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას; ე) ადგენენ საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და 5 წელიწადში ერთხელ აკონტროლებენ ამ მოთხოვნების შესაბამისობას; ვ) უზრუნველყოფენ დაწესებულებების შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის ფუნქციონირებას; ზ) მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის შესაბამისად სისტემატურად ახორციელებენ დაწესებულებათა მონიტორინგს, რომლის მიზანია ავტორიზაციის პირობების ავტორიზაციის წესის შესაბამისად შესრულების შემოწმება; თ) ამტკიცებენ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებს პროფესიულ კავშირთან შესაძლო კონსულტაციით. |
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 10 4. მუნიციპალიტეტები ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და ამ მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. |