Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო ენის შესახებ article 2 სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. 1. სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისაგან, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. 2. სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო ენა – ენა (ენები), რომელსაც (რომლებსაც) ეს სტატუსი საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და რომელიც (რომლებიც), ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს მოქალაქეების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ურთიერთობის ძირითადი საშუალებაა; ბ) არასახელმწიფო ენა – სახელმწიფო ენის გარდა, ნებისმიერი ენა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ სარგებლობენ; გ) ეროვნული უმცირესობის ენა – არასახელმწიფო ენა, რომელსაც, ტრადიციულად, იყენებენ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები; |
სახელმწიფო ენის შესახებ article 2 დ) სალიტერატურო ენა – სახელმწიფო ენის მწიგნობრული, ნორმირებული სახე, რომელიც ემსახურება ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, მასობრივი კომუნიკაციის ყველა სფეროს; ე) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იგი არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო; ვ) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა – სახელმწიფო ენის განვითარების, ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის ძირითად მიმართულებათა განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ზ) ტრანსლიტერაცია – ერთი ენის ფონემის (ბგერის) მეორე ენის დამწერლობის ნიშნით გადმოცემა. |