Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 24 შიდა აუდიტის წლიური ანგარიში. 1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება: ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ; ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ; გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ; ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე; ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ. |
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 24 2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რომელთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით) შიდა აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ აგრეთვე ჰარმონიზაციის ცენტრს. |