Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ article 8 გარდამავალი დებულებები. 1. ბიუროს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე. 2. ბიურომ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. 3. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესის დამტკიცება, აგრეთვე ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების განსაზღვრა. სამინისტრო აღნიშნულ წესს საქართველოს მთავრობას ბიუროსთან შეთანხმებით წარუდგენს. |
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ article 8 4. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივნისისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური პროფილების განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მათი სამინისტროსთვის ან ბიუროსთვის გადაცემა. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ან პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის, აგრეთვე მისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულება 2025 წლის 1 ივნისამდე დაიწყო. |