Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ article 11 სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება. 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენდეს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს. 2. მეომარი, რ ომელიც დაჯილდოებული იყო დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით, ატარებდა საბჭოთა კავშირის გმირის, დიდების სამივე ხარისხის ორდენის კავალერის, გენერლის, ადმირალის წოდებას, უნდა დაიკრძალოს სამხედრო პატივის მიგებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. |