Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 533 უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება. 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილი ან სხვა კერძო საკუთრება/მფლობელობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის/თანამფლობელის ან სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად. 2. თუ არსებობს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ანდა მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დაიწყოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. ამ შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 533 3. უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს მისი გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. 4. უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დამსაქმებელს მოსთხოვოს, მისცეს მას იმ დოკუმენტების დათვალიერების შესაძლებლობა, რომლებითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერი საფუძვლის არსებობა. |