FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  46

მგზავრთა გადაყვანა.
1. აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს.
2. ნებადართულია მგზავრთა გადაყვანა ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის:
    ა) მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება;
    ბ) მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა 8-ს აღემატება.
4. სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  46

9. მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.
10. აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა:
    ა) ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწი­ნებული დასასხდომი ადგილების გარეთ;
    ბ) თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ რაოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად);
    გ) თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას;
    დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  46

5. სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგი­ლე­ბის რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქ­ტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.
6. მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი.
7. ბავშვთა ჯგუფის ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით გადაყვანისას ჯგუფს უნდა ახლდეს სრულწლოვანი გამცილებელი, ხოლო დასასხდომი ადგილებით უზრუნველყოფილი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. სატრანსპორტო საშუალებაზე წინ და უკან უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“.
8. მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარი დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.