FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

article  23

ბ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობას უწევს მცველს;
    გ) შეიარაღებული დაკავებულის გაქცევისას;
    დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმისას.
5. დაუშვებელია მცველის მიერ იარაღის გამოყენება სხვისი დაშავების საფრთხის შემცველ ადგილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის მცველის ან სხვა პირის სიცოცხლეს.
6. იარაღის გამოყენების შემთხვევაში მცველი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
7. მცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს იარაღის გამოყენების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

article  23

იარაღის გამოყენების უფლება.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი.
2. მცველს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი:
    ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
    ბ) იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
    გ) დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს მცველს ან ცდილობს გაქცევას;
    დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოგერიებისას;
    ე) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
    ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
    ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცვის ობიექტს, მძღოლი კი არ ემორჩილება მცველის არაერთგზის მოთხოვნას, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება (მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე).
3. იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
4. გაფრთხილების გარეშე იარაღის გამოყენება შეიძლება:
    ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;