Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პროკურატურის შესახებ article 30 საერთაშორისო თანამშრომლობა. 1. პროკურატურა უფლებამოსილია ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უწყების კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურატურა უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან გააფორმოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება. 3. პროკურატურა უზრუნველყოფს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურა უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით პირის მიმართ ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით; ბ) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს და უზრუნველყოს მათი შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე შესრულება; |
პროკურატურის შესახებ article 30 გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადმოცემის შესახებ, ხოლო უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დადგენის/დაკავების შემთხვევაში უზრუნველყოს დასაშვებობის სტადიაზე საექსტრადიციო პროცედურებში მონაწილეობის მიღება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პირის მიმართ შემდგომი სამართალწარმოების მიზნით სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნა ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ინიციირებული მსგავსი თხოვნების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან ქონების ჩამორთმევასთან და მის შემდგომ განაწილებასთან (გაყოფასთან) დაკავშირებით. 5. შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის განსახორციელებლად გენერალური პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან გააფორმოს ინდივიდუალური შეთანხმება. |
პროკურატურის შესახებ article 30 6. პირის დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში გენერალური პროკურორი წინასწარ კონსულტაციებს გადის იუსტიციის მინისტრთან. |