Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ article 104 დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები. 1. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 2. დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით. დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 3. დაწესებულების არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |